ფეხბურთი

10:24 | 5.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლოგის ფინალი ჩემთვის დერბივით არის. მე ევერტონელად ვრჩები“

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჟურნალისტებს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მომავალი ფინალის შესახებ ესაუბრა.

„მიხარია, რომ ფინალში კიდევ ერთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ასეთ მატჩებს მიჩვეულნი ვართ. არაჩვეულებრივი საფეხბურთო საღამო გველის. „ლივერპულთან“ ფინალი ჩემთვის დერბივით არის, მე ევერტონელად ვრჩები.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ანჩელოტი „ევერტონში“ 2019-21 წლებში მუშაობდა. შემეგ კი „რეალში“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113471