ფეხბურთი

10:24 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ პერიშიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანის „ინტერი“ ხორვატ ნახევარმცველს, ივან პერიშიჩს, კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი მილანურ კლუბში წელიწადში გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს მიიღებს.

33 წლის პერიშიჩი „ინტერში“ 2015 წლიდან თამაშობს. ჯამში ხორვატმა შუახაზელმა „ნერაძურის“ მაისურით 250 მატჩი გამართა, 52 ბურთი გაიტანა და 48 საგოლე პასი შეასრულა. მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

2019-20 წლებში პერიშიჩი იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12956