ფეხბურთი

17:31 | 28.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია შესაძლოა "უოტფორდის" მწვრთნელად დაინიშნოს

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ინგლისურ „უოტფორდს“ დაუკავშირეს.

watfordobserver.co.uk-ის ინფორმაციით, „უოტფორდი“, რომელიც პრემიერლიგაში გასავარდნ ზონაშია და დიდი ალბათობით, ჩემპიონშიფში დაქვეითდება, მომდევნო სეზონისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს.

კლუბში სამი კანდიდატი ჰყავთ, ერთ-ერთი ქეცბაია. ქართველი სპეციალისტის გარდა, „უოტფორდის“ სიაში „გრანადას“ ყოფილი მწვრთნელი დიეგო მარტინესი და ლეგენდარული იტალიელი ფაბიო კანავარო არიან.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ ერთი წლის წინ პრემიერლიგაში ჩისკო მუნიოსმა დააწინაურა, რომელმაც პრემიერლიგის სტარტზე იმუშავა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს და კლაუდიო რანიერით შეცვალეს. თავის მხრივ, რანიერი როი ჰოჯსონმა შეცვალა, მაგრამ კლუბის გადარჩენა ვერც მან შეძლო.

0.113776