ფეხბურთი

22:25 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: "ბაიერნის" ზედიზედ 10 ჩემპიონობა კარგი არაა, თანაც ასე ადრე"

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ფილიპ ლამი ფიქრობს, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ზედიზედ 10-ჯერ ჩემპიონობა არა მარტო გერმანული ფეხბურთისთვის, არამედ თვითონ კლუბისთვისაც კარგი არ არის.

„ეს არ არის კარგი, ეჭვგარეშეა. ვფიქრობ, რომ თვითონ „ბაიერნისთვისაც“ არ არის კარგი, რომ ჩემპიონობა ასე ადრე მოიგო. ბრძოლა უფრო დაძაბული უნდა იყოს. ერთსა და იმავე გუნდს შეუძლია ზედიზედ რამდენჯერმე მოიგოს ჩემპიონატი, მაგრამ ბრძოლა უფრო დაძაბული უნდა იყოს. ბუნდესლიგამ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს მაყურებელი და ჩემპიონი ოთხი ტურით ადრე არ უნდა გამოვლინდეს. როგორც უნდა დავძაბოთ ბრძოლა? არ ვიცი“, - თქვა ლამმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპ ლამს თავად „ვერცხლის სინი“ კარიერაში რვაჯერ აქვს მოგებული. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ამჟამად ევრო 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელია.

0.099267