ფეხბურთი

10:28 | 23.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მბაპეს 3-წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შესთავაზა

„პარი სენ ჟერმენმა“ კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ზღაპრული წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, მბაპეს დედა ნასერ ალ-ხელაიფისა და კატარის ემირს შეხვდა, სადაც მას ახალი წინადადება წარუდგინეს - კონტრაქტის 2025 წლამდე განახლება და მთლიანობაში 250 მილიონი ევრო!

პსჟ მზადაა მბაპეს სეზონში 50 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო დამატებით ერთგულებისთვის 100 მილიონი ევრო მისცეს. ფეხბურთელის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ეს შეთავაზება მადრიდის „რეალს“ ალბათ დააფრთხობს, რადგან ესპანელები მბაპეს ასეთ მიმზიდველ კონტრაქტს ვერ სთავაზობენ.

შეგახსენებთ, კილიან მბაპეს პსჟ-სთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. მან 2017 წლიდან დღემდე პარიზული გუნდის რიგებში ჩატარებულ 212 მატჩში მეტოქეთა კარი 165-ჯერ დალაშქრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13094