ფეხბურთი

18:35 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "ახლა ყველა მატჩი ფინალივითაა"

დანიური „კოპენჰაგენის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ „რანდერსთან“ 24 აპრილს გასამართი მატჩის წინ ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, სეზონის დასკვნით ეტაპზე ყველა მატჩს ფინალივით უყურებენ.

„ჩვენი დონე და სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც აქამდე გამოვავლინეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მომავალ მატჩებზე ფოკუსირება. 6 ტური დარჩა და ყველა მატჩი ფინალივითაა და ასეთი მენტალიტეტით ვხვდებით კვირის მატჩსაც.

მოუთმენლად ველოდები შინ თამაშს. იმედია, კიდევ ერთხელ გაივსება სტადიონი და „პარკენი“ ბოლომდე მხარს დაგვიჭერს. წინა თამაშში „ბრონდბიუსთან“ ძალიან დაგვეხმარნენ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამაგიერო გამარჯვებით უნდა გადავუხადოთ”, - თქვა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენს“ გასულ ზაფხულს „შახტარიდან“ შეუერთდა და დღემდე 33 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგას 26 ტურის შემდეგ 57 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ „მიდტიულანდს“ კი 6 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114182