ფეხბურთი

10:19 | 21.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ბენზემას მიერ ორი ვერგატანილი პენალტის შესახებ

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში „რეალმა“ „ოსასუნას“ 3:1 მოოუგო. თუმცა, ამ შეხვედრაში მადრიდელთა ლიდერმა, კარიმ ბენზემამ, ორი პენალტი ვერ გაიტანა, ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ესაუბრა.

„ცდება ის, ვინც პენალტის ნიშნულთან მიდის. ამჯერად კარიმმა ვერ გაიტანა, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. სხვა მხრივ, მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი რომ დანიშნულიყო, მასაც ფრანგი დაარტყამდა.

გადაღლილი ხომ არ არის? ვინც მინდორზე იყო, ყველა კარგ ფორმაში იმყოფებოდა. ამიტომ რისკი გამორიცხული გახლდათ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს AS.

0.109311