ფეხბურთი

0:56 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" მადონინაში იოლად მოიგო და იტალიის თასის ფინალში გავიდა

„ინტერმა“ მილანური დერბი მოიგო და იტალიის თასის პირველი ფინალისტი გახდა. სიმონე ინძაგის გუნდმა სტეფანო პიოლის გუნდს აშკარად აჯობა, რაც შედეგშიც აისახა - 3:0.

ანგარიში ლაუტარო მარტინესმა მატჩის დასაწყისში გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლოს დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე რობინ გოსენსმა დააფიქსირა, რომელმაც „ნერაძურიში“ სადებიუტო გოლი გაიტანა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა უგოლო ფრით იყო დასრულებული და შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში „ინტერმა“ 3:0 მოიგო.

იტალიის თასის მეორე ფინალისტი 20 აპრილს, ტურინში, „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩით გაირკვევა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს პირველი თამაში სტუმრად 1:0 აქვს მოგებული.

0.112404