ფეხბურთი

15:56 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი: „ვესტ ჰემს“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს“

ფრანგულ „ლიონთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს. 1:1 პირველ მატჩში გვიტოვებს შემდგომ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობას. მაშინ 45 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ და არ წავაგეთ. ვნახოთ, რას ვიზამთ, როცა მოედანზე 11 ფეხბურთელი გვეყოლება.“ - ციტირებს შოტლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პესსამსახური.

„ლიონი“ – „ვესტ ჰემის“ მატჩი დღეს, 14 აპრილს გაიმართება ლიონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.112623