ფეხბურთი

17:27 | 10.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური „გაგრასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩით დაიწყო, რომელშიც გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს.

ამრიგად, „ტორპედომ“ ზედიზედ მეორედ მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

ქუთათურებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ანგარიში გიორგი კუხიანიძემ გახსნა, ხოლო შემდეგ თორნიკე ახვლედიანმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ტორპედომ“ 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 7 ქულით მერვე პოზიციაზეა.

„გაგრა“ – „ტორპედო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კუხიანიძე (7), 0:2 ახვლედიანი (68)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110721