ფეხბურთი

17:34 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდის შესახებ

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟურნალისტებს თავისი გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შესახებ ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სეზონს დადებითი განწყობით დაასრულებენ.

„რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში წაგება, ძალიან, ძალიან მტკივნეული იყო. კარგად მესმის გულშემატკივრების იმედგაცრუება, მაგრამ ეს ფეხბურთია.

საჭიროა წინ ყურება. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ. გვინდა სეზონი პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ და ქომაგებსაც ცოტა დარდი შევუმსუბუქოთ.

0.128403