ფეხბურთი

22:23 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა შვედეთთან 0:15 წააგო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი მატჩი ჩაატარა და შინ შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მატჩი არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულდა - შვედებმა 15:0 მოიგეს. სტუმრებმა 15-დან 11 გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში 5 ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 აპრილს, სტუმრად ფინეთთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121571