კალათბურთი

13:22 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაუნასში "ცრვენა ზვეზდას" კალათბურთელებმა ომის საწინააღმდეგო აქციაში ჩართვაზე უარი თქვეს (+VIDEO)

ევროლიგის მატჩი კაუნასში, "ჟალგირისსა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შორის ომის საწინააღმდეგო აქციით დაიწყო, რომელსაც სერბული გუნდის კალათბურთელები არ შეუერთდნენ.

ტურნირის ჰიმნის დროს, ლიეტუვური გუნდის მოთამაშეები და მსაჯები გაერთიანდნენ უკრაინის დროში ფერებში შექმნილი ბანერის გარშემო, რომელზეც ეწერა: „არა ომს“. თუმცა, ბელგრადული გუნდის კალათბურთელებმა იგივე არ გააკეთეს.

რა გასაკვირია, რომ „ცრვენა ზვეზდას“ კალათბურთელებმა კაუნასის დარბაზში შეკრებილი პუბლიკისგან სტვენა დაიმსახურეს.

0.113271