ფეხბურთი

15:25 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუს "ინტერში" დაბრუნება უნდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის „ინტერში“ დაბრუნებაზე ოცნებობს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ბელგიელი ფორვარდი ინგლისურ კლუბში თავისი ყოფით უკმაყოფილოა და ვერც გუნდის სათამაშო სისტემაში იპოვა საკუთარი ადგილი. ჯერჯერობით, „ინტერის“ ინტერესის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომელუ ლუკაკუ „ჩელსიში“ „ინტერიდან“ გასულ ზაფხულს 115 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა - 34 მატჩი და მხოლოდ 12 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114429