ფეხბურთი

13:21 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ „ინტერს“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის შესახებ მიმართა

ლონდონის „არსენალმა“ პირველი მოთხოვნა გაუგზავნა მილანის „ინტერს“ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის შესახებ - წერს Mirror.

„მეთოფეები“ ლაუტაროს აგენტსაც დაუკავშირდნენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არგენტინელის ლონდონში შესაძლო გადაბარგებაზე ესაუბრნენ.

მართალია რამდენიმე თვის წინათ მარტინესმა „ინტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ იტალიური კლუბი მზადაა გაუშვას ფეხბურთელი თუ დაახლოებით 70 მილიონევროიან წინადადებას შესთავაზებენ.

ასევე გაიჟღერა ინფორმაციამ, მარტინესით „ალეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დაინტერესდაო.

24 წლის მარტინესმა მიმდინარე სეზონის 39 მატჩში 16 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. „ინტერთან“ მის კონტრაქტს ვადა 2026 წელს ეწურება.

0.107441