თამაშგარე

9:56 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარასთან ვინ ბურღუჯანაობს?

მას შემდეგ, რაც მაურო იკარდი და ვანდა ნარა ერთმანეთს დაშორდნენ, არგენტინელი ფეხბურთელი ამ ფაქტის შესახებ თითქმის არსად საუბრობს და როგორც ჩანს გული წყდება ყველაფერი ასე რომ დასრულდა. ვანდა ნარა კი პირიქით - როდესაც საამისო შანსი მიეცემა, მუდმივად ნიშნს უგებს ყოფილ ქმარს და ასე ცდილობს გაამწაროს.

ამასწინათ, ყოფილმა მოდელმა და მაურო იკარდისასევე ყოფილმა პირადმა აგენტმა ვანდა ნარამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თანაცხოვრებისას მხოლოდ მაუროს არ უღალატია მისთვის და ერთხელ მანაც ძალუმად ჩაიძრო საწმერთული. ვანდას განმარტებით, ეს არცთუ სამაყო ფაქტი არც მეტი, არც ნაკლები, ლიფტში მოხდა.

ქმართან დაშორების შემდეგ ვანდა მარტოდ და უსასოოდ რომ არ დარჩებოდა - ეს ყველამ კარგად ვიცოდით. ახლა ამ ქალის გვერდით ბურღუჯანაობს, მაურო იკარდის ყოფილი პირადი მცველი, ვინმე ავგუსტინ ლონგერა. როგორც ჩანს, ამ კაცზე ვანდასთვალი ადრევე ჰქონდა დადგმული და ტრფიალების ჟამმაც ჩამოჰკრა!

0.158331