ფეხბურთი

15:53 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა კარიერას ისევ იტალიაში, ინგლისში, ან ესპანეთში გააგრძელებს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი, პაულო დიბალა, კარიერას ისევ იტალიაში, ინგლისში ან ესპანეთში გააგრძელებს - წერს Football Italia.

წყაროს ინფორმაციით, არგენტინელით მილანის „ინტერი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდნენ. ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელები კი უკვე ელაპარაკებიან დიბალას წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს დიბალა კლუბს დატოვებს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, ტურინელები არგენტინელს ჯამაგირად წელიწადში 6-7 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ დიბალა 11 მილიონსს ითხოვდა. საბოლოოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121051