ფეხბურთი

20:49 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ "ბეშიქთაშს" ულამაზესი ჯარიმა გაუტანა (+VIDEO)

საბა ლობჟანიძე ბრწყინვალე სეზონს ატარებს და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „ჰათაისპორის“ ქართველმა ფეხბურთელმა ამჯერად „ბეშიქთაშის“ კარი დალაშქრა.

სტამბოლელები საკუთარ მოედანზე მიჩი ბატშუაიას გოლით დაწინაურდნენ, რასაც 42-ე წუთზე საბამ უპასუხა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1). 27 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა. მან 82-ე წუთამდე ითამაშა.

ლობჟანიძეს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 8-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

„ჰათაისპორი“ 30 ტურის შემდეგ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 აპრილს, შინ „ადანა დემირსპორთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129231