ფეხბურთი

16:45 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ზაფხულში რუსლან მალინოვსკის შეძენას ეცდება

ბერგამოს „ატალანტასა“ და უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი შესაძლოა „მილანში“ გადავიდეს.

იტალიური მედიის ცნობით. „როსონერის“ ზაფხულის სატრანსფერო სიაში მალინოვსკი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. უკრაინელის გარდა, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე მილანელები დომენიკო ბერარდის („სასუოლო“), ნედიმ ბაირამის („ემპოლი“) და ნოა ლანგის („ბრიუგე“) კანდიდატურებს განიხილავენ.

28 წლის რუსლან მალინოვსკიმ მიმდინარე სეზონში „ატალანტას“ რიგებში ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. უკრაინელი შემტევის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა.

0.116131