ფეხბურთი

21:58 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა დონარუმასთან ჩხუბი უარყო

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა ჯანლუიჯი დონარუმასთან ჩხუბი უარყო. ბრაზილიელი თავდამსხმელი ესპანური გაზეთის, Marca-ს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დონარუმასთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა.

„გამარჯობა, ნეი. ბოდიში გუშინდელისთვის. ეს ნიუსი მიუღებელია“, - წერს დონარუმა ნეიმარს და ნიუსის ბმულს უგზავნის, რაზეც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ასე უპასუხა:

„მეგობარო! არ ინერვიულო! ფეხბურთში ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და შენთან ვართ. შენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ბევრს მოიგებ. ფეხზე წამოდექი და თამაში გავაგრძელოთ“.

შემდეგ ნეიმარმა ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა და დაწერა: „აქ ასეთ ამბებზე კომენტარის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ეს აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციაა, გასახდელში არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა. არაკომპეტენტური ჟურნალისტები, რომელთაც საკუთარი თავის რეკლამირება სურთ. მომდევნო ჯერზე კიდევ სცადეთ".

შეგახსენებთ, რომ პსჟ ორი მატჩის ჯამში „რეალს“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ კარიმ ბენზემამ 17-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი შეასრულა და „სამეფო კლუბი“ მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121242