ფეხბურთი

10:24 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა პრემიერლიგის მეგოლეებში ანრის გადაუსწრო

პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში „ტოტენჰემმა“ შინ „ევერტონი“ 5:0 გაანადგურა. ჩრდილოლონდონელთა შემტევმა, ჰარი კეინმა, დუბლი შეასრულა, რამაც ის ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზე გაიყვანა.

კეინმა ტიერი ანრის გადაასწრო და ახლა ჯამში 176 გოლი მოუგროვდა. პირველ ადგილზე კი ალან შირერია 260 გოლით.

კეინის „ტოტენჰემთან“ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბს ხელშეკრულების გაგრძელება სურს. მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, მას თავისი პროექტის მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევს. მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული მოხვდებიან „დეზები“ ჩემპიონთა ლიგაში თუ არა.

0.115144