ფეხბურთი

23:50 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის მორიგი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

თურქული „ჰათაისპორის“ ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში მორიგი, მერვე საგოლე პასი გააკეთა.

„გაზიანთეფთან“ შეხვედრაში საბა ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მეოცე წუთზე, როცა მისი გუნდი მარცხებოდა (0:1) პასი რიბენ რიბეიროს გაუკეთა, რომელმაც კარში დაარტყა, ბურთი მეტოქეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ეს ავტოგოლად გაფორმდა და საბას აქტივში საგოლე გადაცემა არ ჩაიწერა.

თუმცა, სამაგიეროდ, 10 წუთში მაინც გააკეთა შედეგიანი პასი. მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და აიუბ ელ კააბიმ შეძლო თავის გამოჩენა (2:1). სტუმრებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ფრე 2:2 დაფიქსირდა.

საბა ლობჟანიძეს 27 მატჩში 6 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს, ხოლო „ჰათაისფორი“ 43 ქულით მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13025