ფეხბურთი

18:57 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "პირველ ტაიმში გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა ექნება"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ პირველ ტაიმში გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა ექნება.

„პირველი თამაში შესანიშნავად ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი ჩვენთვის ზედმეტად სადამსჯელო იყო, იქიდან გამომდინარე, რაც მოედანზე ვნახეთ. ძალიან რთული მატჩი გველოდება ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის სტადიონზე, თუმცა ძალიან მოტივირებულები ვართ.

პირველ ტაიმში გოლის გატანა მნიშვნელოვანი იქნება. ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ სამი დღე გვქონდა მოსამზადებლად და ბიჭებმა კარგად იმუშავეს. „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ევროპაში საუკეთესოა“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პირველი მატჩი სტუმრად 2:0 მოიგო, ხოლო „ენფილდ როუდზე“ საპასუხო შეხვედრა 8 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118734