ფეხბურთი

12:20 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტი ისევ "ინტერია"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს, მაგრამ სკუდეტოს მოგების ფავორიტად მაინც „ინტერი“ რჩება.

„მნიშვნელოვანი სამი ქულა სატურნირო ცხრილისთვის და კიდევ იმიტომ, რომ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ბიჭებმა ბევრი იმუშავეს, ბურთის გარეშეც და საბოლოოდ, ეს შრომა დაუფასდათ. ფავორიტად „ინტერი“ რჩება, რადგან სატურნირო ცხრილი ისევ ვირტუალურია. ვწუხვარ, რომ მათ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, უფრო სწორი იქნებოდა, რომ სეზონის ამ ეტაპზე ყველას ერთნაირი რაოდენობის თამაშები გვქონდეს ჩატარებული“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 60 ქულით სერია A-ს ლიდერია და „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ „ნერაძურის“ ერთი თამაში აქვს გამოტოვებული („ბოლონიასთან“).

0.132657