ფეხბურთი

14:09 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დაუშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა

„აპოელის“ ფეხბურთელ მურთაზ დაუშვილისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. 32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდი ზაფხულამდე გაგრძელდება.

დაუშვილს კოჭის არეში ქრონიკული ტკივილი აწუხებდა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და ქირურგიული ჩარევაც ამიტომ გახდა საჭირო.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მურთაზ დაუშვილმა „აპოელის“ რიგებში 18-ჯერ ითამაშა, გოლი კი არ გაუტანია.

0.110861