რაგბი

22:35 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთთან მატჩი უკრაინულ ენაზე დააანონსა

საქართველოს რაგბის კავშირმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი, რომელსაც თბილისში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, უკრაინულ ენაზე დააანონსა.

უკრაინულ ანონსში აღნიშნულია, რომ „დინამო არენაზე“ მაყურებელთა 50% დაესწრება და საქართველოს ჰიმნი ყველა გულშემატკივარმა ერთად უნდა იმღეროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი 27 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის განვლილ ორ ტურში ნიდერლანდებს მოუგეს, ხოლო პორტუგალიასთან შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112469