ფეხბურთი

18:26 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა", "ალკმაარმა" და "ჰალმა" შოთა არველაძეს დაბადების დღე ეფექტური გოლებით მიულოცეს (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იუბილარია.

მას დაბადების დღეს ამსტერდამის „აიაქსმა“ მიულოცა, რომლის სოციალურ ქსელში არველაძის 10 საუკეთესო გოლის ვიდეო გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ნიდერლანდურ კლუბში გატანილი.

გარდა ამისა, შოთას იუბილე „ალკმაარმაც“ მიულოცა, ულამაზესი გოლის ვიდეოთი, ხოლო „ჰალ სიტი“ ფოტოპოსტით შემოიფარგლა. შოთა და არჩილ არველაძეები დღეს 49 წლისანი გახდნენ. ქართველი სპეციალისტის „ჰალს“ დღეს ჩემპიონშიფში მორიგი მატჩი აქვს, შინ „ბარნსლის“ წინააღმდეგ.

შოთა არველაძემ „აიაქსში“ 124 მატჩში 72 გოლი გაიტანა, „ალკმაარში“ კი 89 შეხვედრაში თავი 48-ჯერ გამოიჩინა. გარდა ამისა, მან „დინამო თბილისში“, „ტრაბზონსპორში“, „რეინჯერსსა“ და „ლევანტეში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113255