ფეხბურთი

20:50 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" და ბროზოვიჩი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი მარსელო ბროზოვიჩი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ მედიას კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაუდასტურა.

ხორვატი ნახევარმცველი „ინტერთან“ ახალ ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. შეთანხმების საფუძველზე ბროზოვიჩი სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

29 წლის ფეხბურთელი „ინტერში“ 2014 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 275 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. კარიერის დასაწყისში ხორვატი სამშობლოში, „ლოკომოტივასა“ და ზაგრების „დინამოში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118603