ფეხბურთი

16:58 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" ახალი მფლობელი ჰყავს

ბერგამოს „ატალანტას“ ახალი მფლობელი ჰყავს - ამერიკელი ინვესტორი სტეფენ პალიუკა, რომელსაც იტალიური ფესვები აქვს.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პალიუკას კლუბის აქციების 55% გადაეცა, ხოლო 45% პერკასების ოჯახმა შეინარჩუნა, რომლებმაც „ატალანტა“ 2010 წელს შეიძინეს და კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდს ჩაუყარეს საფუძველი.

შეთანხმების თანახმად, ანტონიო პერკასი „ატალანტას“ პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს, ხოლო ლუკა პერკასი ისევ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

„10 წლის განმავლობაში კლუბი მივიყვანეთ იმ შედეგებამდე, რასაც ალბათ პროვინციული გუნდისგან არავინ ელოდა. „ატალანტა“, რომლის რიგებში 60-იან წლებში ვთამაშობდი, ჩემს გულშია, ისევე, როგორც ათასობით გულშემატკივრის გულში, ვინც მას ქომაგობს. დიდი გამოწვევა გველოდება და მჯერა, რომ ასეთი მაღალი დონის ინვესტორებთან პარტნიორობა ჩვენი კლუბის ზრდის პროცესს მხოლოდ დააჩქარებს“, - თქვა ანტონიო პერკასიმ.

აქვე გეტყვით, რომ სტეფენ პალიუკა და მისი კომპანია საკალათბურთო გუნდის, „ბოსტონ სელტიქსის“ წილსაც ფლობენ და მან ხაზი გაუსვა, რომ „ატალანტასა“ და „ბოსტონს“ საერთო სპორტული ღირებულებები აქვთ. ბერგამოს „ატალანტა“ იტალიაში ქვედა ეშელონის გუნდი იყო, მაგრამ ბოლო წლებში კლუბს წარმოუდგენელი პროგრესი აქვს და ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოახერხა.

თეგებიატალანტა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11319