ფეხბურთი

16:28 | 18.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ლაუტარო მარტინესის გაყიდვას განიხილავს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი მილანის „ინტერი“ მზადაა ლაუტარო მარტინესი ზაფხულში გაყიდოს. იტალიური მედიის ცნობით, „ნერაძურის“ ხელმძღვანელები არგენტინელი ფეხბურთელის თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან უკმაყოფილოები არიან.

ლაუტაროს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გოლი ბოლო 13 მატჩია არ გაუტანია და ამიტომ, კლუბი მის გაყიდვას განიხილავს.

„ინტერში“ ლაუტაროს შემცვლელებად ჯანლუკა სკამაკას („სასუოლო“), ჯონათან დავიდსა („ლილი“) და პაულო დიბალას („იუვენტუსი“) განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი მილანურ გრანდში 2018 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გაახანგრძლივა, 2026 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.111429