ფეხბურთი

10:24 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: „კარგი დღე იყო“

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მილანის „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ (0:2), „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ეს არ იყო შესანიშნავი დღე, თუმცა კარგი დღე კი გამოდგა. დადებითი შედეგი მივიღეთ. შეცვლაზე შესულმა ჰენდერსონმა და კეიტამ თავი კაგად წარმოაჩინეს. მომეწონა ლუის დიასიც. ფირმინოს დრო დასჭირდა თამაშში ჩასართავად, თუმცა გოლის შემდეგ თავდაჯერება დაუბრუნდა.

ბოლოსკენ ბურთი ჩვენი მეგობარი გახდა და მატჩი მოვიგეთ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ლივერპულისა“ და „ინტერის“ საპასუხო მერვედფინალური მატჩი 8 მარტს გაიმართება.

0.10117