რაგბი

1:25 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდგომ, ოფიციალურ ვებგვერდზე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც 3 ქართველი მორაგბე მოხვდა.

ჩვენი ქვეყნის გუნდი სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდა და დაგეგმილი ბონუსით მეტოქეს 72:10 აჯობა, ამ თამაშიდან კი ლუკა ჯაფარიძე, ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე გამოარჩიეს.

ქართველი მორაგბეების გარდა სიმბოლურში 4 რუმინელი, 3 პორტუგალიელი, 3 ესპანელი, თითო რუსი და ნიდერლანდელი მორაგბე მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჯგუფში 1 მატჩი მოიგო, ხოლო პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა და 7 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრაში კი, 27 თებერვალს, რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.110596