ფეხბურთი

16:43 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ანრის ანტირეკორდი გაიმეორა

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ტიერი ანრის ანტირეკორდი გაიმეორა - ამ ფეხბურთელებს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ყველაზე მეტი პენალტი აქვთ გაცუდებული.

პსჟ-ს თავდამსხმელმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის 61-ე წუთზე ტიბო კურტუას ვერ აჯობა და ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი მეხუთედ ვერ გაიტანა, რაც როგორც გაირკვა ანტირეკორდია. აქამდე, თერთმეტმეტრიანი 5-ჯერ წარუმატებლად მხოლოდ ტიერი ანრის ჰქონდა შესრულებული (ჩემპიონთა ლიგაზე).

გარდა ამისა, მესიმ კრიშტიანუ რონალდუს გაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული - 23.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135308