ფეხბურთი

19:15 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ინტერი" მიმდინარე სეზონში იტალიის საუკეთესო გუნდია"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ინტერთან“ მატჩისწინ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ „ნერაძური“ წელს იტალიის საუკეთესო გუნდია და რთულ თამაშს ელოდება.

„ვიცით, რომ „ინტერი“ თავს ძალიან კომპაქტურად დაიცავს. მათ მსოფლიო დონის ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. ვფიქრობ, „ინტერი“ მიმდინარე სეზონში იტალიის საუკეთესო გუნდია, ძალიან კრეატიულები არიან, იციან, რასაც აკეთებენ და კარგ თამაშს აჩვენებენ.

ეს ჩემპიონთა ლიგაა და პლეი-ოფში ადვილი თამაში არ არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ „ინტერი“ ტოპგუნდია, მაგრამ შანსი გვაქვს და გამარჯვების მოპოვება უნდა ვცადოთ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ინტერისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114562