ფეხბურთი

21:45 | 8.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუვან საპატამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი დუვან საპატა შესაძლოა მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავიდეს.

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა „კალიარისთან“ ბოლო შეხვედრაში ტრავმა მიიღო და იტალიური მედია ვარაუდობს, რომ დაზიანება ძალიან სერიოზულია, რის გამოც ის 3-4 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

საპატას ტრავმის ხარისხი სამედიცინო შემოწმების დეტალური შემოწმების შემდეგ დადგინდება, მაგრამ უკვე გავრცელდა ცნობა, რომ ბერგამოელები თავისუფალი აგენტის სტატუსით გრაციანო პელეს გადაბირებას აპირებენ, რომელმაც საპატა სეზონის ბოლომდე უნდა შეცვალოს.

მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა „ატალანტას“ მაისურით 23 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111256