ფეხბურთი

14:19 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დასაჯა

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უეფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო რასისტული განცხადებების გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სასჯელის პერიოდში ტავეკიო უეფას მიერ გამართულ ვერცერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამავდროულად, უეფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას რასიზმის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა.

71 წლის ტავეკიოს "ლაციოს" ფეხბურთელ ჯოზეფ მინალას მიმართ რასისტული გამონათქვამი არ შერჩა - "ადრე ბანანს ჭამდა, ახლა კი "ლაციოს" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს."

ტავეკიომ ეს განცხადება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააკეთა და შემდეგ ბოდიშიც მოიხადა. მას ბევრი მოწინაღმდეგე ჰყავდა, მიუხედავად ამისა, არჩევნებში კონკურენტი კანდიდატი დემეტრიო ალბერტინი მაინც დაამარცხა.

უეფას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტავეკიო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშვიდადაა და უეფას მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

0.107292