ფეხბურთი

19:14 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაოკ-მა ნიკა ნინუა ბერძნულ გუნდში გაანათხოვრა

სალონიკის პაოკ-ის ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა კარიერას „ლამიაში“ გააგრძელებს. 22 წლის ნახევარმცველი ბერძნულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა.

ნინუამ სეზონის პირველი ნაწილიც იჯარით „ანორთოსისში“ გაატარა, რომლის რიგებში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და კვიპროსული გუნდი დეკემბერში დატოვა. ნინუამ გასულ სეზონში პაოკ-ში 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

„ლამიაში“ ის მეორე ქართველი ფეხბურთელია, რადგან ამ კლუბში ბაჩანა არაბული თამაშობს და 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. საბერძნეთის ჩემპიონატში „ლამია“ 18 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.117419