ფეხბურთი

16:23 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თალესი: "გვინდა, რომ ესპანეთთან მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა თალესმა ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია ისაუბრა. ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ ესპანეთთან თამაში დიდი გამოწვევაა და მეტოქის არ ეშინიათ.

„გუნდში საუკეთესო გარემო და ატმოსფერია, მითუფრო ახლა, როცა ევროპის ჩემპიონატზე ვართ და 6 ქულა გვაქვს. ზოგადად, 5 წელია ნაკრების წევრი ვარ და ამის ნაკლებობა არასდროს ყოფილა. საკმაოდ რთულ თამაშს ველოდებით, მაგრამ ჯგუფიდან უკვე გასულებით ვართ და ჩვენი შესაძლებლობები უნდა წარმოვაჩინოთ. ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან თამაში დიდი მოტივაცია და გამოწვევაა. თანაც, ქულის შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. გვსურს, რომ ეს მატჩი ჩვენი ისტორიის და მომავლის თამაში იყოს, ამიტომაც, ესპანეთთან შეხვედრა არ გვაშინებს“, - თქვა თალესმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვა, ხოლო ესპანეთთან ქულაც ჰყოფნის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116802