ფეხბურთი

12:10 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ორი სანტიმეტრიც და სიარულსაც ვეღარ შევძლებდი"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა მსოფლიოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ მიღებული ტრავმა გაიხსენა, რომელიც მას კამილო ძუნიგამ მიაყენა.

ნეიმარმა თქვა, რომ შეიძლებოდა სიარულიც ვერ მოეხერხებინა და აქამდე ის მხოლოდ ორმა სანტიმეტრმა გადაარჩინა.

„ბურთი მივიღე და დიდი ტკივილი ვიგრძენი, ვერ შემოვბრუნდი. ტირილი დავიწყე. ექიმი ჩემთან მოვიდა და მითხრა: „შენთვის სიახლე მაქვს - ერთი კარგი და ერთიც ცუდი. ცუდი ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებ, კარგი ისაა, რომ 2 სანტიმეტრი დაგაკლდა და სიარულსაც ვეღარ შეძლებდი. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული ტრავმა და ვფიქრობდი, ვიქნებოდი თუ არა იგივე ფეხბურთელი, როგორიც ვიყავი“, - თქვა ნეიმარმა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამის შემდეგ გერმანიასთან ნახევარფინალიც გაიხსენა, რომელშიც მან რა თქმა უნდა, ვერ ითამაშა და მისმა გუნდმა 1:7 წააგო:

„ეს სინამდვილე არ იყო, ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღმერთო ჩემო რა ხდება? კოშმარი იყო. თამაში რომ დასრულდა, ტირილი ვერ შევიკავე“, - აღნიშნა ნეიმარმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114372