ფეხბურთი

0:40 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" სერბი თავდამსხმელი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ნიჭიერი სერბი თავდამსხმელი მარკო ლაზეტიჩი დაიმატა. ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

18 წლის შემტევმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 22-ნომრიანი მაისური მოირგო.

ლაზეტიჩი „ცრვენა ზვეზდას“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა, შემდეგ იჯარით „გრაფიჩარში“ გადავიდა, სადაც 14 თამაშში 4 გოლი გაიტანა და „ცრვენა ზვეზდას“ დაუბრუნდა, რომლის რიგებში 2021 წელს 16 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა.

მარკო ვეტერანი სერბი ფეხბურთელის, ნიკოლა ლაზეტიჩის შვილია, რომელსაც თავის დროზე „ცრვენა ზვეზდას“, „ფენერბაჰჩეს“, „კომოს“, „კიევოს“, „ლაციოს“, „ჯენოას“, „სიენას“, „ლივერონოსა“ და „ტორინოში“ უთამაშია, სერბეთისა და მონეტენეგროს ნაკრებში კი 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194413