ფეხბურთი

1:58 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარდაცვლილი დედის შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელი ატირდა: "დედაჩემი რა შუაშია?"

იტალიის სერია B-ს 21-ე ტურში „ლეჩემ“ „ვიჩენცა“ 2:1 დაამარცხა, მატჩის ბოლოს კი ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

მთავარი გმირები „ლეჩეს“ სლოვენიელი მოთამაშე ზან მაიერი და „ვიჩენცას“ იტალიელი თავდამსხმელი რიკარდო მეჯორინი იყვნენ. მაიერმა მეჯორინის დედას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც იტალიელმა ფეხბურთელმა ტირილი დაიწყო და მოედანი აცრემლებული დატოვა, მას "ლეჩეს კაპიტანი ფაბიო ლუჩიონი ამშვიდებდა.

კამერებმა დააფიქსირა რიკარდოს სიტყვებიც, რომელიც იტალიელმა ჟურნალისტებმა გაშიფრეს: „დედაჩემი რა შუაშია?! პარტივისცემა გამოიჩინე".

საქმე ისაა, რომ რიკარდო მეჯორინის დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა და მსიი შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელმა ცრემლები ვერ შეიკავა.

მატჩის შემდეგ მაიერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მეჯორინის საჯარო ბოდიში მოუხადა: „ზოგჯერ მოედანზე იმას ამბობ, რაზეც არ ფიქრობ, მხოლოდ დაპირისპირების სულისკვეთებისა და ნერვიულობის გამო. მინდა მეჯორინის ბოდიში საჯაროდ მოვუხადო“. როგორც იტალიური მედია წერს, მატჩის შემდეგ ფეხბურთელები შერიგდნენ და ინციდენტი ამით ამოიწურა.

0.120529