ფეხბურთი

16:37 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახური კლუბი "რუბინს": "პლაგიატის გამო კვარაცხელია მოგვეცით"

ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა „აქსუმ“ ყაზანის „რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას დათმობა მოსთხოვა. ამის მიზეზი კი რუსული კლუბის პლაგიატი გახდა, ყოველშემთხვევაში ყაზახები ფიქრობენ, რომ ყაზანელებმა მათგან ტრანსფერის გამოცხადების იდეა მოიპარეს.

„რუბინმა“ მოსკოვის ცსკა-დან კონსტანტინ კუჩაევის ტრანსფერი ასე დაადასტურა: სლოტ-ავტომატზე რამდენიმე ფეხბურთელის ფოტო ამოდის, ბოლოს კი კუჩაევის სამი ფოტო ჩნდება, რაც მომგებიანი სვლაა და ტრანსფერიც შესაბამისად დადასტურდა.

გაირკვა, რომ „აქსუმ“ რამდენიმე დღის წინ ზუსტად ანალოგიურად წარადგინა მთავარი მწვრთნელი რუსლამ კოსტიშინი, ამიტომაც, „რუბინის“ პოსტის კომენტარებში ჯერ გულშემატკივრებმა და მერე „აქსუმ“ რუსული კლუბი პლაგიატში დაადანაშაულეს.

„მოგვეცით კვარაცხელია და იდეის პლაგიატზე თვალს დავხუჭავთ“, - დაწერა „აქსუს“ გვერდმა „რუბინის“ პოსტზე, მაგრამ რუსებს ჯერ პასუხი არ გაუციათ.

რა თქმა უნდა, ეს ყაზახების მხრიდან ხუმრობა იყო და ამის გამო კვარაცხელიას მათ არავინ დაუთმობს, აი, „რუბინის“ მხრიდან პლაგიატი რამდენად იყო , ეს უკვე განსჯის საკითხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112606