ფეხბურთი

18:08 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰალ სიტიში" შოთა არველაძის წარდგენის თარიღი გაირკვა

ინგლისური „ჰალ სიტი“ შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად 28 იანვარს წარადგენს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

48 წლის სპეციალისტი უკვე ინგლისშია და ყველაფერი გადაწყვეტილია. პრეზენტაციას არველაძესთან ერთად კლუბის ახალი მფლობელი, ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დაესწრებიან. სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ შოთამ პირველი ვარჯიში "ჰალში" უკვე ჩაატარა.

შოთა არველაძეს სამწვრთნელო კარიერაში „ქაისერისპორში“, „ქასიმპაშაში“, „ტრაბზონსპორში“, თელ ავივის „მაკაბისა“ და ტაშკენტის „ფახთაქორში“ უმუშავია, საიდანაც 2020 წლის დეკემბერში წავიდა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 29 ქულით მე-19 ადგილზეა, 24-გუნდიან ჩემპიონატში კი გასავარდნ ზონას 9 ქულითაა დაცილებული. „ჰალ სიტი“ შოთას ხელმძღვანელობით პირველ მატჩს 29 იანვარს, „სუონსისთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.239624