ფეხბურთი

19:43 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხმა ტუხელის საუკეთესო თვისებები დაასახელა

„ჩელსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, ამჟამად კი კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, პეტრ ჩეხმა, თავის ტრადიციულ სვეტში კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის შესახებ დაწერა.

„არსენალში“ ყოფნისას, ტომასის პსჟ-ის წინააღმდეგ მომიწია თამაში ამხანაგურ მატჩში, მაგრამ მაშინ ვერ შევხვდი. ერთი წლის წინათ, კობემის საწვრთნელ ბაზაზე გავიცანი. ღია ადამიანია, რომელსაც მოსმენაც შეუძლია და კარგი ურთიერთობაც.

ხუმრობა უყვარს და ამით გუნდში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ყველა ჯგუფშია ასეთი კაცი საჭირო. ამასთან, ძალიან შრომისმოყვარეა. მისთვის მთავარია ყოველდღე გრძნობდეს, რომ გუნდი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზადაა.

ფეხბურთით ცხოვრობს. თან პირდაპირი ადამიანია, თუ რაიმე არ მოსწონს, დაუფარავად ამბობს.“ -წერს ჩეხი.

0.113643