ფეხბურთი

2:40 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია

აფრიკის ეროვნებათა თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა.

ბოლო ორი მერვედფინალური თამაში უგოლოდ დასრულდა. ცენტრალური დაპირისპირება ეგვიპტესა და კოტ დივუარს შორის 120 წუთი გაგრძელდა და გოლი არ გასულა. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც ეგვიპტელებს შეცდომა არ დაუშვიათ და 5:4 მოიგეს. ერთადერთი პენალტი „მანჩესტერის“ მცველმა ერიკ ბაიმ ვერ გაიტანა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კოტ დივუარი ტურნირს დაემშვიდობა.

ბოლო მერვედფინალში მალის ნაკრები ეკვატორულ გვინეასთან ასევე პენალტების სერიაში დამარცხდა. ამ შემთხვევაშიც მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, საფეხბურთო ლატარეაში კი ეკვატორულმა გვინეამ 8-დან 6 პენალტი გაიტანა და 6:5 მოიგო.

მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

ბურკინა ფასო - ტუნისი

სენეგალი - ეკვატორული გვინეა

გამბია - კამერუნი

ეგვიპტე - მაროკო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122543