ჩოგბურთი

0:26 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა თითქმის წაგებული თამაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა

საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა, დაძაბულ ბრძოლაში, 4-6, 7-6(2), 6-3 აჯობა ესტონელ კაია კანეპის და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში პირველად გავიდა. მისი მომდევნო მეტოქეა ამერიკელი დანიელე კოლინზი, რომელმაც 7-5, 6-1 მოუგო ფრანგ ალის კორნეს.

სვიატეკი და კანეპი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დასაწყისში პოლონელს მეტოქის პირველი სამი მოწოდების გეიმზე, ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა. ესტონელმა კი, მეშვიდე გეიმში, თავისი პირველივე შანსზე იმარჯვა და დაწინაურდა. მეცხრე გეიმში, რომელიც 16 წუთი გაგრძელდა, სვიატეკმა ოთხი სეტ პოინტი მოიგერია, მაგრამ კანეპიმ მომდევნო გეიმში, რომელიც ასევე დიდხანს გაგრძელდა, სეტი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

„პირველ სეტში ბევრი ბრეიკპოინტი ვერ გამოვიყენე, მან კი ეს პირველივე შესაძლებლობისას გააკეთა. ეს ჩემი შეცდომების ბრალი იყო“, - ყვება სვიატეკი.

36 წლის კანეპის, დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში არასდროს უთამაშია. ამჯერად მას ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევის რეალური შანსი ჰქონდა - მეორე სეტის დასაწყისშივე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. ამაზე პოლონელის პასუხი იყო ჩოგნის კორტზე დანარცხება.

ამის შემდგაც, კანპი თამაშს სრულად აკონტროლებდა და მეტოქეს ერთი კუთხიდან მეორეში არბენინებდა. თითქოს, სვიატეკს შანსი არ ჰქონდა. მაგრამ მან შეძლო თამაშის გამოსწორება და სეტებში თანაფარდობა ტაიბრეიკის მოგებით აღადგინა.

გადამწყვეტ სეტში კანეპიმ კიდევ ორჯერ შეძლო ბრეიკის მოპოვება. მაგრამ ამაზე პოლონელმა, ვინც შეხვედრისას სულ 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ოთხი ბრეიკით უპასუხა და შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა.

შეხვედრის შემდეგ სვიატეკმა განაცხადა, რომ სიცხისა და დახუთული ჰაერის მიუხედავად, მისთვის მთავარ პრობლემას მზე ქმნიდა, რომელიც მოწოდების შესრულებისას უშლიდა ხელს. მან ასევე თქვა, რომ ფიზიკურად კარგად არის მომზადებული და იმედი ჰქონდა, რომ მეტოქეს ხანგრძლივი გათამაშებებით დაღლიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.447108