ფეხბურთი

13:55 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ასპილიკუეტა „ბარსელონას“ შეუთანხმდა

„ჩელსის“ კაპიტანი, სესარ ასპილიკუეტა, უახლოეს ზაფხულს „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდება. კონტრაქტი სამწლიანი იქნება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ესპანელი კატალონიურ კლუბს ზაფხულში შეუერთდება, როცა „ჩელსისთან“ ხელშეკრულება დაუმთავრდება - გვამცნობს El Chiringuito TV.

ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასპილიკუეტამ „ჩელსის“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.

მიმდინარე სეზონში სესარმა „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში 27 მატჩი გამართა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107062