ფეხბურთი

10:18 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნი - კომორის კუნძულების მატჩისას მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა ჭყლეტვისას აფრიკის ერთა თასის მერვედფინალური მატჩის მსვლელობისას, კამერუნისა და კომორის კუნძულების ნაკრებებს შორის. (2:1).

შეხვედრა იაუნდეში, „პაულ ბიიას“ სტადიონზე გაიმართა - გვამცნობს LSI AFRICA.

ჭყლეტა იმ დროს მოხდა, როცა გულშემატკივრები სტადიონის ტრიბუნებზე შეღწევას ცდილობდნენ. 7დაღუპულის გარდა, დაახლოებით 40 დაშავებული ახლომდებარე მესასის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა სტიუარდებმა ერთ-ერთი შესასვლელი კარი დაკეტეს.

კამერუნის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გამბიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111486