ფეხბურთი

1:39 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობა: ბალოტელი, დე შილიო და 8 დებიუტანტი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეკრებისთვის 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ბევრი ახალი სახეა, თუმცა მთავარი სიახლე მაინც მარიო ბალოტელის სიაში ყოფნაა.

თურქული „ადანა დემირსპორის“ ფორვარდი მანჩინიმ ნაკრებში 2018 წლის შემდეგ პირველად იხმო. მის გარდა, „სკუადრა აძურას“ დაუბრუნდა მატია დე შილიო, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაშია.

დებიუტანტები არიან მარკო კარნეზეკი, ჯორჯო სკალვინი, ნიკოლო ფაჯიოლი, სამუელე რიჩი, დავიდე ფრატეზი და მატია ძაკანი. გარდა ამისა, პირველად უხმეს „აძურაში“ ბრაზილიელ ნატურალიზებულ ფეხბურთელებს - ლუის ფელიპესა და ჟოაო პედროს.

მეკარეები: მარკო კარნეზეკი (კრემონეზე), ალესიო კრანიო (კალიარი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა)

მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), დავიდე კალაბრია (მილანი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), მატია დე შილიო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), ლუის ფელიპე (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლუკა პელეგრინი (იუვენტუსი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯიოლი (კრემონეზე), დავიდე ფრატეზი (სასუოლო), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), მატეო პესინა (ატალანტა), სამუელე რიჩი (ემპოლი), სტეფანო სენსი (ინტერი), სანდრო ტონალი (მილანი)

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (ადანა დემირსპორი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჟოაო პედრო (კალიარი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო), ჯანლუკა სკამაკა (სასუოლო), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

იტალიის ნაკრების შეკრება 26 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მანჩინის გუნდს ამხანაგური მატჩი დაგეგმილი არ აქვს, უბრალოდ ის ფეხბურთელებს ავარჯიშებს. შეგახსენებთ, ევროპის მოქმედი ჩემპიონი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას პლეი-ოფიდან ეცდება, ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო თუ მოიგებს, ფინალში პორტუგალიას ან თურქეთს სტუმრად შეხვდება.

0.11424