სხვა

1:33 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროს ჩემპიონი ჰოსპიტალში მოხვდა

ჯირო დ’იტალიას მოქმედი ჩემპიონი, კოლუმბიელი ეგან ბერნალი, ვარჯიშის დროს ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია მისმა გუნდმა, „ინეოს გრენადერსმა“ გაავრცელა.

25 წლის ბერნალი, ვინც 2019 წელს ტურ დე ფრანსის ჩემპიონი გახდა, ბრიტანულ გუნდთან ერთად, კოლუმბიაში იმყოფება და სეზონისთვის იქ, მაღალმთიან რეგიონში ემზადება.

„ინეოს გრენადერსის“ განცხადებით, ბერნალს ჰოსპიტალში გუნდის ექიმებიც გაჰყვნენ. ინციდენტის შემდეგ მას გონება არ დაუკარგავს. ველომრბოლს გამოკვლევა უტარდება. სხვა ინფორმაციას გუნდი ჯერჯერობით არ ავრცელებს.

ბერნალმა ახლახანს „ინეოს გრენადერსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააგრძელა და დიდი ალბათობით, ამ სეზონში ისევ ტურ დე ფრანსზე გამოვა, სადაც გუნდის ლიდერი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122616